მთავარიევროპაპოლონეთიდასავლეთ უკრაინაზე თავდასხმების გამო, პოლონეთმა მზადყოფნაში მოიყვანა “ყველა ძალა და საშუალება”

დასავლეთ უკრაინაზე თავდასხმების გამო, პოლონეთმა მზადყოფნაში მოიყვანა “ყველა ძალა და საშუალება”

პოლონეთში ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, რათა უზრუნველყონ ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება.

პოლონეთისა და მოკავშირე ქვეყნების ავიაგამანადგურებლები დაიცავენ უკრაინის რეგიონებთან მოსაზღვრე ტერიტორიებს.

პოლონეთის არმიის X-ის ანგარიშზე წერია, რომ “მიღებულია ზომები უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

რუსეთს მთელი ღამის განმავლობაში სარაკეტო დარტყმები მიჰქონდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ინტენსიური საჰაერო თავდასხმის გამო, პოლონეთის და მოკავშირეების თვითმფრინავების აქტივობა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დილის საათებში დაიწყო“, – განაცხადა ორშაბათს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ.

სარდლობის ინფორმაციით, “პოლონელმა სამხედროებმა აამოქმედეს „მათ განკარგულებაში არსებული ყველა არსებული ძალა და საშუალება”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend