მთავარიაზიაინდოეთიკრიკეტის სტადიონის გარეთ მომხდარი ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

კრიკეტის სტადიონის გარეთ მომხდარი ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის სამხრეთში კრიკეტის სტადიონის გარეთ ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ჭყლეტა იმ დროს მოხდა, როდესაც ათობით ათასი გულშემატკივარი სტადიონის გარეთ გუნდის „როიალ ჩელენეჯერს ბენგალურუს“ პრემიერლიგაში გამარჯვების  აღსანიშნავად შეიკრიბა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ინციდენტის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მათ აღნიშნეს, რომ იქ შეკრებილებმა სტადიონის ერთ-ერთი ჭიშკრის შენგრევა სცადეს, რათა მათაც მიეღოთ ზეიმში მონაწილეობა.

დაშავებულთა უმეტესობა ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მწუხარება გამოხატა და სამძიმარი გამოუცხადა მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა.

ინდოეთში ხალხმრავლობის დროს ჭყლეტა ხშირად ხდება.

მიმდინარე წლის იანვარში 30 ადამიანი დაიღუპა, როდესაც ათიათასობით ინდუსი მაჰა კუმბის ფესტივალის ფარგლებში წმინდა მდინარეში საბანაოდ გარბოდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend