მთავარისპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 35-ე ყრილობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 35-ე ყრილობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 35-ე ყოველწლიური ყრილობა გამართა. ყრილობის ფარგლებში, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, აღმასრულებელმა კომიტეტმა და ადმინისტრაციამ წარადგინა, როგორც გაწეული საქმიანობის, ასევე ფინანსური ანგარიში.

ორგანიზაციას 2 ახალი ასოცირებული წევრი შეემატა – წყალტუბოს “სამგურალი” და საგარეჯოს “გარეჯი.”

დღევანდელ ყრილობას ასევე ესწრებოდნენ „ფიფას“ და „უეფას“ წარმომადგენლები.

„ფიფასთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ყრილობებს დავესწროთ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენი მხარდაჭერა დავანახოთ. მართლაც სიმბოლურია ახლა საქართველოში ყოფნა, რადგან რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ქართული ფეხბურთის მიერ მიღწეულ წარმატებებში, ფეხბურთის ფედერაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ქართული ფეხბურთი საიმედო ხელშია, თქვენ კაშკაშა მომავალი გაქვთ. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას უფრო მაღალ მწვერვალებზე“,-განაცხადა მარკო ფერიმ, ფიფას რეგიონული წევრი ასოციაციების კოორდინატორმა.

„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში ჩვენც შეგვაქვს წვლილი. თქვენი აკადემიების მიერ აღზრდილმა ფეხბურთელებმა ევროპის მწვერვალები დაიპყრეს და საქართველო კარგად წარმოაჩინეს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს, რომ გაიმეოროს ქართული ფეხბურთის განვითარების მოდელი. მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, ალბანეთში ეს მხოლოდ გასულ წელს დავიწყეთ“,-ამბობს დენის ბასტარი, უეფას ჰეთთრიქის პროგრამების მენეჯერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend