სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვქვეშ დააყენა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ლეგიტიმურობა და განაცხადა, რომ თუ დადასტურდება, რომ მან დაარღვია დაუქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს შვილი, მას არ შეუძლია იყოს სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაური.
ასევე ერთ-ერთ პოსტში ნიკო ფაშინიანი წერდა: „რა ხდება, როდესაც ირკვევა, რომ სასულიერო პირმა დაარღვია უმანკოების აღთქმა? ის კარგავს თავის წოდებას, ტიტულსა და თანამდებობას. რა არის მორალურად უფრო პატიოსანი ქმედება: ნებაყოფლობითი გადადგომა თუ ჩუმად ტანჯვა იმის შიშით, რომ გამოძიებამ შეიძლება სიმართლე გამოავლინოს?“
სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის ურთიერთობა უკვე წლებია დაძაბულია. რამდენიმე თვის წინ გარეგინ მეორე ღიად მოუწოდებდა ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობა დაეტოვებინა.
ამჟამად კი სიტუაცია კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც 29 მაისს მთავრობის სხდომაზე, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეკლესიის ზოგიერთი შენობა „საწყობებად“ არის ქცეული.