მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის საგარეო მინისტრი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებს „დიდ პატრიოტულ გამარჯვებად” აფასებს

უნგრეთის საგარეო მინისტრი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებს „დიდ პატრიოტულ გამარჯვებად” აფასებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს „დიდ პატრიოტულ გამარჯვებას“ უწოდებს და ამბობს, რომ არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება უნგრეთისა და პოლონეთის ურთიერთობების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა.

სიიარტომ ბუდაპეშტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ორი ქვეყნის ურთიერთობა პოლონეთის მთავრობამ განზრახ გაანადგურა.

მემარჯვენე ევროსკეპტიკოსმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვარშავის მერი, რაფალ ტრჟასკოვსკი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმიდან“ იყრიდა კენჭს, მცირე უპირატესობით, 50.9%-ით 49,1%-ის წინააღმდეგ დაამარცხა.

„ეს გამარჯვება გვაძლევს ახალ შესაძლებლობას, ჩვეულ კალაპოტში აღვადგინოთ უნგრეთ-პოლონეთის ურთიერთობები, რომელიც პოლონეთის მთავრობამ განზრახ გაანადგურა. პატრიოტული კანდიდატის  გამარჯვება ვიშეგრადის თანამშრომლობისთვის სიცოცხლის დაბრუნებაში დაგვეხმარება.

პოლონეთისა და ჩეხეთის მთავრობებს აშკარად სურდათ მისი დაშლა თანამშრომლობის გაძლიერების ნაცვლად, თუმცა, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების ამ შედეგით ახალი იმედი გაჩნდა, რომ ამ თანამშრომლობის გაცოცხლებას შევძლებთ, ჩემი აზრით, თითოეული ქვეყნის სასარგებლოდ. და თუ სექტემბერში ჩეხეთში პრეზიდენტი ბაბისი გაიმარჯვებს, ვგრძნობ, ვიშეგრადის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გახდება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შიდა ალიანსი. ამიტომ, ვულოცავ პატრიოტ კანდიდატს, რომელმაც პოლონეთის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend