მთავარიაზიასირიაექვსი თვის შემდეგ, სირიის საფონდო ბირჟამ მუშაობა განაახლა

ექვსი თვის შემდეგ, სირიის საფონდო ბირჟამ მუშაობა განაახლა

დამასკოს საფონდო ბირჟამ ექვსი თვის შემდეგ კვლავ განაახლა მუშაობა. ვაჭრობა გასული წლის დეკემბრიდან შეჩერებული იყო, როცა ყველასთვის მოულოდნელი აჯანყების შედეგად  პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. თუმცა სირიის ახალი მთავრობა 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ცდილობს, აღადგინოს და გააძლიეროს ქვეყნის დანგრეული ეკონომიკა.

“სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე დამოკიდებულია კერძო სექტორის გაკონტროლებაზე, ინვესტიციების ხელშეწყობაზე, სამართლიანობასა და სიღარიბის დაძლევაზე. ჩვენ მზად ვართ ინვესტიციებისთვის – არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, არანაირი დაბრკოლება. ყველას მივესალმებით, ვისაც სურს სირიაში ინვესტირება, მათ აქ დახვდებათ უამრავი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი  შეღავათები და წარმატების შანსი”, -ა ცხადებს სირიის ფინანსთა მინისტრი მოჰამედ იასირ ბარნიე,

საფონდო ბირჟა იმ დროს იხსნება,  როდესაც სირიისთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვები ნელ-ნელა მსუბუქდება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი იყო, ვინც მაისში, ერ-რიადში ვიზიტის დროს, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ განაცხადა.

ამ ნაბიჯს მიჰყვნენ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირიც. მათაც  შეამსუბუქეს და მოხსნეს სანქციები, რათა ქვეყანას მიეცეს აღდგენის შესაძლებლობა.

ამასთან, გასულ კვირას სირიაში კატარის, შეერთებული შტატებისა და თურქული კომპანიების კონსორციუმთან ხელი მოაწერეს ექსვ მილიარდ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ენერგოშეთანხმებას.

შეთანხმების მიხედვით, ეს კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტში, რომლებიც ქვეყანაში ელექტროენერგიის საჭიროების ნახევარზე მეტს დააკმაყოფილებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:07

„აფრიკული ლომი 2025“

spot_imgspot_img
Send this to a friend