მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

რაც არ უნდა მოიფიქროთ, თითქმის ყველაფერს აქვს თავისი აღმნიშვნელი დღე. 26 მაისი, მაგალითად, ლურჯი მოცვის, ჩიზქეიქისა და დრაკულას მსოფლიო დღე იყო. მართალია, ასეთი დღეების უმეტესობა საეჭვო წარმომავლობისაა, მაგრამ მისთვის, ვინც საბაბს ეძებს, რომ ჩიზქეიქი ჭამოს, მისწრებაა.

ის ასევე კარგი მიზეზია რამდენიმე თემატური საკითხის გასააზრებლად. მიუხედავად იმისა, რომ გოთების მსოფლიო და მუზეუმების საერთაშორისო დღე უკვე აღინიშნა, ხელოვნება კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს.

ამ კვირის დღის წესრიგშია ასევე დიდ ბრიტანეთში ყველის დაგორების შეჯიბრება. უეს ანდერსონის ახალ ფილმს „ფინიკიურ სქემას“ უკვე კინოთეატრებში აჩვენებენ. ლონდონში ეწყობა როგორც ჯგუფური, ისე კინორეჟისორ ვიმ ვენდერსის მღელვარე ფოტოგამოფენა.

მაგრამ თუ აქ მხოლოდ წვეულებისთვის ხართ, მაშინ ლიონში გელოდებიან ყოველწლიური ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე.

თუ თქვენ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, ნახოთ თუ არა  ფილმი „შეუსრულებელი მისია – საბოლოო ანგარიშსწორება”,  მაშინ თვალი გადაავლეთ ჩვენს მიმოხილვასა და კინოკრიტიკოსის შეფასებებს ამ ბმულზე.

გამოფენები

ვიმ ვენდერსი – ახლოსა და შორს, ფოტოგრაფია

გერმანელ კინორეჟისორ ვიმ ვენდერსს, რომელიც ავტორია ფილმებისა „პარიზი, ტეხასი“ და „სურვილის ფრთები“, ყოველთვის ჰქონდა გასაოცარი უნარი, სივრცე აევსო ადამიანური ოცნებებით.  მეტაფორებით სავსე მისი ფილმები ადამიანებსა და ადგილებს მოძრავ პოეზიად გარდაქმნის. ეს არის ხარისხი, რომელიც მის ფოტოგრაფიაშიც აისახება. ბერლინის ბასტიანის გალერეაში გამოფენილია მისი ფოტოები, რომლებიც გადაღებულია ჩინეთში. გამოფენა 2025 წლის 26 ივლისამდე გაიმართება.

Finding My Blue Sky

სანამ ლონდონის გალერეაში დასვენების დღეებია, პრესტიჟული ლისონის გალერეა მასპინძლობს 20-ამდე ხელოვანს ჯგუფური მულტიმედია გამოფენის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ბელ სტრიტის, ასევე ლისონ სტრიტის სივრცეებს. ხელოვანებს შორის არიან ბრიტანელი მხატვარი ლიუბაინა ჰიმიდი, ნიგერიელი მხატვარი ოტობონგ ნკანგა და ლიბანელი მხატვარი და მოქანდაკე ჰუგეტ კალანდი. მათ ერთად  შექმნეს მრავალფეროვანი და ემოციური ოდა ლონდონში. ისინი იკვლევენ, რა კავშირი აქვს ადამიანს ამა თუ იმ ადგილთან, როგორ ვქმნით მას და რა გავლენა აქვს მათ ჩვენზე. გამოფენა ლონდონში 30 მაისიდან 26 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ღონისძიებები

გლოსტერშირის ყველის დაგორების ფესტივალი

დღე, რომელიც ყველის დაგორებას ეძღვნება. დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ. ეს არაჩვეულებრივი ყოველწლიური ღონისძიება დაახლოებით 1826 წლიდან ტარდება. თუმცა საიდან მოდის ეს ტრადიცია, როგორც ვარაუდობენ, ის შეიძლება ბევრად ადრე დაიწყო. ფესტივალი ინგლისის გლოსტერშირის საგრაფოში, კუპერის გორაზე იმართება. წესების მიხედვით, მონაწილეებმა უნდა იბრძოლონ ყველის დასაჭერად, რაც ადვილი საქმე არ არის, რადგან  დაგორებულ ყველს შეუძლია 100 კილომეტრ საათამდე სიჩქარეს მიაღწიოს.

Nuits Sonores Festival

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრონული მუსიკალური ღონისძიება, Nuits Sonores, ქალაქ ლიონში ყოველწლიურად ხუთი დღის განმავლობაში იმართება.  წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ Massive Attack, ამერიკელი დიჯეი ჰანი დიჟონი, კასიუსისა და ტექნოს ლეგენდის – ჯეფ მილსის დუეტი.  შემადგენლობა ნამდვილად შთამბეჭდავია. ძირითადი ღონისძიებების უმეტესობა დღისით  Les Grandes Locos-ში გაიმართება, ხოლო ღამით – La Sucrière-ში.  ორივე ყოფილი ინდუსტრიული სივრცეა და ის  ახლა კულტურულ შუქურადაა ქცეული.  მუსიკალური ფესტივალი 28 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით გაიმართება.

ფილმები

ფინიკიური სქემა


.

კანის კინოფესტივალის შემდეგ უეს ანდერსონის ახალი ფილმის „ფინიკიური სქემის” ჩვენება დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 30 მაისს გაიმართება. ფილმში არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს, მათ შორის სკარლეტ იოჰანსონი, ბილ მარი და ბენედიქტ კამბერბეტჩი. მოქმედება  1950-იან წლებში ვითარდება. ჩვენ მივყვებით თავდაჯერებული ბიზნესმენის ზა-ზა კორდასა (ბენისიო დელ ტორო) და მისი მონაზონი ქალიშვილის დას ლისლის (მია თრიპლტონი) კვალს. ისინი ცდილობენ ინვესტიციების მოზიდვას გამოგონილი ადგილის – ფინიკიისთვის. პარალელურად ისინი თავს არიდებენ და გაურბიან მაგნატთა ექსცენტრულ ჯგუფს.

სერიალები

And Just Like That… (Season 3)


.

სერიალი And Just Like That ახალი, მესამე, სეზონით ბრუნდება. კერი (სარა ჯესიკა პარკერი), მირანდა (სინთია ნიქსონი) და შარლოტა (კრისტინ დეივისი) 50 წლის არიან.  ერთგულმა გულშემატკივრებმა იციან, რასთან აქვთ საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონი უაზროდ დასრულდა, როცა აიდანმა კერის სთხოვა, ხუთი წლით დალოდებოდა, ახალი სეზონი ნამდვილად დადებითი ემოციებით აგავსებთ.

მუსიკა


.

მაილი საირუსმა, რომელმაც 20 წლის წინ პირველად ითამაშა დისნეის ფილმში,  ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დისნეისთან აღარ ყოფილიყო ასოცირებული. მაილი გახდა ხელოვანი,  რომლის ძალა მუდმივად ვითარდება.  მას განსაკუთრებული ვოკალური შესაძლებლობები აქვს. Endless Summer Vacation-ის შემდეგ Flowers  სპოტიფაიზე 2023 წლის ყველაზე საყვარელი სიმღერა გახდა. ახლა კი იგი თავისი მერვე ალბომით, Something Beautiful-ით, ბრუნდება. მასზე დიდი გავლენა იქონია Pink Floyd-ის ინოვაციურმა ალბომმა The Wall და გადაიღო ფილმი, რომელიც ივნისში გამოვა. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი თავად მაილი საირუსია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend