მთავარიკუბიროგორ აპირებს გერმანიის მთავრობა დეზინფორმაციასთან გამკლავებას

როგორ აპირებს გერმანიის მთავრობა დეზინფორმაციასთან გამკლავებას

სოციალურ ქსელში ვრცელდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გეგმავს ქვეყანაში ცენზურის კანონების მიღებას და „სიმართლის სამინისტროს“ ქმნის. რეალურად კოალიციის 144-გვერდიან შეთანხმებაში, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატებსა” და „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას” შორის გაფორმდა, საუბარია იმაზე, რომ მიზანმიმართული დეზინფორმაცია და არჩევნებზე გავლენის მოხდენა დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ისინი, ვინც კოალიციური შეთანხმების სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდა, ამბობენ, რომ ეს შეთანხმება შეიმუშავეს იმისთვის, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერებულიყო. მათივე განცხადებით, ევროპული გაგებით სიტყვის თავისუფლება ყოველთვის პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა და სწორედ ამიტომ მას საზღვრები აქვს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანული მთავრობა აპირებს შექმნას ე.წ. „სიმართლის სამინისტრო”, თუმცა ეს მტკიცება უსაფუძვლოა. სინამდვილეში შეთანხმება უბრალოდ ითვალისწინებს მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებლების როლის გაძლიერებას კანონის ჩარჩოებსა და სიტყვის თავისუფლების დაცვის პირობებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend