მთავარიგადაცემებიCULTუზბეკეთის მოდერნისტული არქიტექტურა ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე

უზბეკეთის მოდერნისტული არქიტექტურა ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე

ვენეციის წლევანდელ ბიენალეზე უზბეკეთმა წარადგინა თავისი თანამედროვე არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომლის ცენტრალური ფიგურაც მსოფლიოში მზის ერთერთი ყველაზე დიდი ღუმელია.  

უზბეკეთი წარმოდგენილია მოდერნისტული არქიტექტურით  ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე, რომელმაც ახლახან გახსნა კარი. ამ გამოფენის ყურადღების ცენტრში ტაშკენტის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრი მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი სახელწოდებით „მზე“ აღმოჩნდა. ეს  კომპლექსი, რომელიც  1987 წელს აშენდა, მსოფლიოში მზის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღუმელია და ის კოსმოსური და სამხედრო კვლევების ჩატარების მიზნით ააშენეს.  მაშინ ამ ღუმელს იმისთვის იყენებდნენ, რათა ენახათ, თუ რა განსხვავებული რეაქცია ჰქონდა სხვადასხვა ლითონის მასალას 3000 გრადუს ტემპერატურამდე გახურებისას.

ამ გამოფენის დიზაინი ეკუთვნის Studio Grace-ის, რომელმაც გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსი მცირე სივრცეში   ფრაგმენტების სერიების მეშვეობით წარმოადგინა, რათა გადმოეცა  ამ ტექნოლოგიის ყველაზე საინტერესო, ბუნდოვანი და პროვოკაციული ასპექტები. ამ გამოფენის შექმნაში რამდენიმე მხატვარიც მონაწილეობდა, მათ შორის ესტერ შეინფელდი, რომელმაც ამ სამეცნიერო ინსტიტუტში დასაქმებული მეცნიერების ყოველდღიური ყოფა წარმოადგინა.

მზის ინსტიტუტი შესანიშნავად წარმოაჩენს, თუ რა საოცარი კვლევები ჩაატარეს, რათა შეენარჩუნებინათ ტაშკენტში 1960 და 1990-იან წლებში აშენებული  ოცამდე შენობა. ეს ნაგებობა წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევა, როგორც მდგრადობის კონცეფციის სიმბოლო მარადიულად ცვალებად სამყაროში.

ვენეციის არქიტექტურის მე-19 ბიენალე 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ავტორი: სერჟ რომბი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend