მთავარიაზიაღაზაგაეროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება ღაზაში შესული დახმარების განაწილება

გაეროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება ღაზაში შესული დახმარების განაწილება

გაეროში აცხადებენ, რომ დახმარებას არ მიუღწევია პალესტინელებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ორი დღის წინ დაუშვეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეფერხება გამოიწვია ისრაელის უსაფრთხოების ახალმა სისტემამ, რომელიც ამ დახმარების საწყობებში განაწილებას უკავშირდება. მათი შეფასებით, ეს  ხანგრძლივი, რთული და სახიფათო პროცესია.

„მიუხედავად იმისა, რომ ღაზაში უფრო მეტი დახმარება შემოდის, საწყობებსა და მიწოდების პუნქტში ის ჯერ არ მიგვიღია. გუშინ ოთხი სატვირთო მანქანა შემოუშვეს და არა ხუთი. დღეს უკვე რამდენიმე ათეულზეა საუბარი. ვცდილობ, რაოდენობა დავადგინო.  თუმცა ჯერჯერობით სულ ეს არის, რაც ვიცი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ლოგისტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ზოგადად გარემო ამ ყველაფერს უკიდურესად ართულებს”, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი.

ეს სამი თვის განმავლობაში დახმარების მიწოდების პირველი შემთხვევაა. ღაზის სექტორი მარტიდან სრულ ბლოკადაში იყო. აკრძალული იყო საკვების, ძირითადი მოხმარების ნივთების, სამედიცინო მარაგისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მოსახლეობისთვის მიწოდება.

ბრიტანელი ქირურგი ტომ პოტოკარი ამბობს, რომ ბლოკადის გამო მცირე რაოდენობით თუ შემოდის რამე ღაზაში. რეგიონში არ არის საკვები, ხალხი შიმშილობს, ასევე მწირია სამედიცინო მარაგი, თუმცა, მისი თქმით, თვალში საცემი მაინც ნგრევის მასშტაბია.

გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტომ ისრაელის ახალი სქემის მიხედვით, დახმარების 100 სატვირთო მანქანის შესვლაზე მიიღო თანხმობა. ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს ღაზაში ყოველდღიურად 600 სატვირთო შედიოდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის მხოლოდ მინიმალური რაოდენობის დახმარებას დაუშვებს ღაზაში, რათა შეინარჩუნოს შეერთებული შტატებისა და იმ მოკავშირეების მხარდაჭერა, რომლებიც აკრიტიკებდნენ ღაზის სექტორში შიმშილთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend