მთავარიEuropean Unionევროკავშირის 15 ქვეყანა მოითხოვს, გაძლიერდეს ზეწოლა ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ

ევროკავშირის 15 ქვეყანა მოითხოვს, გაძლიერდეს ზეწოლა ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ

ევროკავშირმა უნდა „განაახლოს და გააძლიეროს“ დიპლომატიური ზეწოლა იმ ქვეყნებზე, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან “რათა გაზარდონ ზეწოლა კრემლზე, დათანხმდეს 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში” – ნათქვამია 15 წევრი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს გადაეგზავნა.

ეს წერილი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლებს შორის პირისპირ, დაბალი დონის მოლაპარაკებებმა ვერ მიაღწია პროგრესს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ბრიუსელი უკვე დაემუქრა მოსკოვს სანქციების ახალი სერიით იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უარს იტყვის ზავზე.

„უფრო დროულია, ვიდრე ოდესმე, განვაახლოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ჩართულობა გლობალურ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ“, – წერია 15 წევრი სახელმწიფო წერილში.

„ბევრი ქვეყანა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან,რაც შეიძლება და უნდა გამოყენებული იყოს რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად. ეს კომუნიკაცია ორივე მიმართულებით უნდა წარიმართოს”, – ნათქვამია წერილში რომელიც ევრონიუსმა მოიპოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend