მთავარიკულტურაBono: Stories of Surrender - ფილმი U2-ს სოლისტ ბონოს შესახებ

Bono: Stories of Surrender – ფილმი U2-ს სოლისტ ბონოს შესახებ

ბონოს ახალი მემუარული ფილმი მოგვითხრობს U2-ს სოლისტის გზაზე, რომელიც დუბლინის სკოლის მოსწავლეობიდან გლობალურ როკვარსკვლავობამდე გაიარა — იმ მძიმე ურთიერთობის ფონზე, რაც მას მამასთან აკავშირებდა.

„შემოვიდა ენდრიუ დომინიკი და რაღაც მითხრა, რაც მაშინ ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ ჩემმა შვილმა კი გაიგო: კამერა ძალიან კარგად გრძნობს, როცა იტყუები. ასე რომ, თუ გინდა მოჰყვე ეს ამბავი, სჯობს მოემზადო — მოიხსნა ჯავშანი, ჩაარჭო მახვილი მიწაში, დაყარო ფარ-ხმალი. თავს ისე იგრძნობ, თითქოს მთელი სკოლის წინაშე შიშველი დგახარ. აი, სწორედ ეს იყო საჭირო, რომ ფილმი კარგი გამოსულიყო. უკვე ზედმეტად ვგრძნობ თავს ამ წიგნის, ამ პიესის მთავარი პერსონაჟის როლში. ამ ფილმის ნამდვილი ვარსკვლავი მამაჩემია. თითქოს ის უფრო მომწონს, ვიდრე საკუთარი თავი”, – ამბობს ბონო.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართება.

პოლ ჰიუსონი, იგივე ბონო, 1960 წელს დუბლინში დაიბადა. როდესაც ის 14 წლის იყო, მოულოდნელად დაკარგა დედა — ქალს საკუთარი მამის დაკრძალვაზე ტვინის ანევრიზმა დაემართა და გარდაიცვალა.

დედის გარდაცვალების შემდეგ ბონოს მამა, ბობი, საკუთარ თავში ჩაიკეტა და სახლში თავისი მეუღლის სახელი აღარ უხსენებია. ახალგაზრდა ბონოს კი მამასთან ურთიერთობა, მისი ყურადღება და სიყვარული ესაჭიროებოდა.

ბონომ მალევე გაიცნო მომავალი ჯგუფის წევრები — ადამ კლეიტონი, დეივ ევანსი და ლარი მალენ ჯუნიორი — ასევე დაიწყო რომანი ალისთან, რომელიც მისი მეუღლეა 1982 წლიდან დღემდე.

ფილმი ბონოს შესახებ Apple TV-ზე 30 მაისიდან გავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend