მთავარიევროპაგერმანია„ჩვენ შევქმნით ყველაზე ძლიერ კონვენციურ არმიას ევროპაში" - ფრიდრიხ მერცი

„ჩვენ შევქმნით ყველაზე ძლიერ კონვენციურ არმიას ევროპაში” – ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ შექმნის „ევროპაში ყველაზე ძლიერ კონვენციურ არმიას“ და რეგიონის თავდაცვისთვის მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.

„ჩვენი მეგობრები და პარტნიორებიც ამას ელიან ჩვენგან და უფრო მეტიც, ისინი მოითხოვენ კიდეც ამას“, – თქვა მერცმა, რომელმაც გერმანიის ბუნდესტაგში მთავრობის დღის წესრიგზე ისაუბრა.

კანცლერის რანგში პირველი ოფიციალური მიმართვისას, მერცმა კანონმდებლებს მოუწოდა, რომ იმუშაონ, რათა გერმანია „თავდაჯერებული საერთაშორისო ლიდერი” გახდეს.

მერცმა ასევე ისაუბრა რუსეთის ომზე უკრაინაში, როგორც პირდაპირ საფრთხეზე ევროპული მშვიდობისთვის.

„ეს საშინელი ომი და მისი შედეგი მხოლოდ უკრაინის ბედს არ განსაზღვრავს. მისი შედეგი განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა კანონსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული მმართველობა ევროპაში, თუ იზეიმებს ტირანია, ძალადობა და ძალმომრეობა”.

მისი თქმით, გერმანია კვლავ დაამტკიცებს, რომ ლიდერის როლი აქვს ევროპაში, აღადგენს ნდობას პარტნიორებთან და ცალსახად დაუჭერს მხარს უკრაინას.

მერცმა ასევე წარადგინა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური აღდგენის პაკეტი და პირობა დადო, რომ ქვეყანა კვლავ იქცევა „ზრდის ლოკომოტივად”.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend