მთავარიევროპაპოლონეთი„პოლონეთს ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია უნდა ჰყავდეს" - დონალდ ტუსკი

„პოლონეთს ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია უნდა ჰყავდეს” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განაცხადებით, პოლონეთს ევროპის მასშტაბით ყველზე დიდი და ძლიერი არმია უნდა ჰყავდეს და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგეს. ტუსკის განცხადებით, პოლონეთი მიზანს მომდევნო 5 წელში მიაღწევს.

„ჩვენი მიზანია, ევროპაში ყველაზე დიდი არმია გვყავდეს. ამ მიზანს, ფაქტობრივად, უკვე მივაღწიეთ, რადგან ჩვენი არმია მრავალრიცხოვანია. ჩვენ ასევე გვსურს ევროპის მასშტაბით ყველაზე ძლიერი ჯარი შევქმნათ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ხუთ წელიწადში პოლონეთს ევროპაში უძლიერესი ჯარი ეყოლება – არა იმიტომ, რომ რამე ზებუნებრივი გეგმები გვაქვს. მე შეგნებული პოლიტიკოსი ვარ და ვიაზრებ, რასაც ვამბობ. ჩვენ ისეთ ადგილასა და დროში ვცხოვრობთ, რომ არჩევანიც არ გვაქვს. ასე რომ, პოლონეთი ძლიერი სამხედრო ძალა უნდა გახდეს და ეს ასე იქნება, მიუხედავად იმისა, მოსწონს ვინმეს ეს თუ არა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, ზოგადად, ევროპაში თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტუსკმა ოთხშაბათს, 7 მაისს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით,  გერმანიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა თავდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდა უნდა გააგრძელონ.

„ისტორიიდან გამომდინარე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის, არ არის მარტივი, ხმამაღლა ვთქვა, რომ მინდა, გერმანია სწრაფად და ინტენსიურად შეიარაღდეს. „შეიარაღებული გერმანია“ – ეს ლოზუნგი პოლონეთში პოპულარული ნამდვილად არ არის. მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც განსხვავებული გერმანია და განსხვავებული პოლონეთი გვაქვს. საფრთხეებიც განსხვავებულია. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ინტერესია, რომ ყველა ევროპული ქვეყანა მთელი ევროკავშირის თავდაცვის საჭიროებების გაძლიერებას ისე მიუდგეს, როგორ ამას პოლონეთი აკეთებს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend