მთავარისაქართველოფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“ გაიხსნა

ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“ გაიხსნა

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ტრადიციულად, თბილისი, „ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ს“ მასპინძლობს. ფოტოკვირეული დღეს, 2 მაისს, გაიხსნა და 6 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

საერთაშორისო ჟიურიმ უკვე გამოავლინა 2025 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში – ესენია: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დაასახელეს სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

ცერემონიას მუსიკალურად ჯგუფი Tape Visitors აფორმებდა. „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კონკურსში 700-მდე ადგილობრივი და უცხოელი ფოტოგრაფი მონაწილეობდა, მათ 900-მდე ფოტოპროექტი წარადგინეს.

„ქოლგა თბილისი ფოტო” წელს 24-ედ ტარდება და წინა ფოტოფესტივალების მსგავსად კვლავ მრავალფეროვანი პროგრამა აქვს. ფესტივალზე დასწრება უფასოა და ყველა მსურველს შეუძლია.

მსურველებს შეუძლიათ, დაესწრონ თანამედროვე ფოტოგრაფიის საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანების გამოფენებს, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო შეხვედრებში და ჩაერთონ დისკუსიებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend