რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, წინადადება ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სერგეი ლავროვის თქმით, ეს წინადადება ყოველგვარი წინაპირობების გარეშეა შემოთავაზებული და ამას მოსკოვი ვერ მიიღებს.
„რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ ყოფილა… საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, რის გამოც უკრაინის რეჟიმი აქტიურად იხევს უკან, პოზიცია 180 გრადუსით შეცვალეს და დაიწყეს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ ყველაფერი ეს უკვე გავლილი გვაქვს“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაციმზე გამარჯვების აღსანიშნავად 8-დან 11 მაისამდე ცეცხლის 72-საათით შეწყვეტის თაობაზე განაცხადა.