„პირველადი მონაცემებით, თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა” – იუწყება ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
უწყების ცნობით, თავდაპირველად 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრე თურქეთის დროით 12 საათსა და 13 წუთზე გამოვლინდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მიწისძვრა განმეორდა, რა დროსაც სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სამხრეთ დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარეობდა. ზარალისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.