მთავარიმსოფლიოკავკასიაჩინეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებენ

ჩინეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით პეკინს ეწვია. ის უკვე შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ძინ პინს, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხი განიხილა, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მიმართულებით.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ილჰამ ალიევმა და სი ძინ პინმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სავიზო პროცედურების გამარტივებისა და მწვანე შეთანხმების შესახებ საკითხებს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალჩინოსნებთან და 2024 წლის ივლისში გაფორმებული „სტრატეგიული პარტნიორობის“ გაუმჯობესების გზებზე საუბარი.

ვიდრე ილჰამ ალიევი პეკინს ეწვეოდა, აზერბაიჯანული სამთავრობო მედია აცხადებდა, რომ 22 აპრილს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა ენერგოსფეროს მიმართულებით რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს.

21 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჩინეთის სახელმწიფო მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „საერთო ღირებულებების“ გათვალისწინებით ორმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს ყოვლისმომცველი პარტნიორობის განმტკიცებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend