მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა

ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ცნობას სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times ავრცელებს.

წყაროების თანახმად, აპრილის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია უარი თქვას საკუთარ პრეტენზიებზე, უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე, რომლებიც ამჟამად კიევის კონტროლს ექვემდებარება.

„ეს წინადადება ომის დაწყების შემდეგ პუტინის მხრიდან პირველი ფორმალური მინიშნებაა იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შეჭრის დასასრულებლად საკუთარ მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე შესაძლოა უარი თქვას“, – წერს გამოცემა.

როგორც Financial Times აღნიშნავს, ევროპელი მაღალჩინოსნები ეჭვობენ, რომ პუტინი ამ დათმობას, სავარაუდოდ, იმისთვის გამოიყენებს, რომ ტრამპი მისი მოთხოვნების მიღებაზე დაიყოლიოს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 22 აპრილს, გამოცემა POLITICO-სთან განაცხადა, რომ მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე რუსეთი ცეცხლს სრულად შეწყვეტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend