მთავარისაქართველო„კანონი კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს“ - კაია კალასი

„კანონი კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს“ – კაია კალასი

„ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ეხმაურება.

„დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს. დაჩქარებული და კონსულტაციების გარეშე მიღებული კანონი ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას ემატება. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პლატფორმა X-ზე.

ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტების საწინააღმდეგო ნაბიჯად შეაფასა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმაც. კაია კალასის მსგავსად, პლატფორმა X-ზე ისიც წერს, რომ ცვლილებები რეპრესიულია და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

16 აპრილს მმართველმა ძალამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით, წინააღმდეგობის გარეშე დაამტკიცა. ასევე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რომლითაც მთავრობის ან მისი წარმომადგენლის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აკრძალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend