მთავარიგადაცემებიCULTWatches & Wonders 2025 – როგორ ერგება საათების ინდუსტრია ახალგაზრდა კოლექციონერების...

Watches & Wonders 2025 – როგორ ერგება საათების ინდუსტრია ახალგაზრდა კოლექციონერების გაზრდილ მოთხოვნას

ჟენევაში კიდევ ერთხელ ჩატარდა საათების ტრადიციულ გამოფენა, სახელწოდებით „საათები და საოცრება“, რომლის ფარგლებშიც საათის წარმოების დახვეწილი ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები ახალ მოდელებს, მასალებს, ინოვაციებსა და მარკეტინგის ხერხებს წარუდგენენ საათის მოყვარულებს. წლევანდელ ჩვენებაზე ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა თაობა მოექცა.

მდიდრული საათების ყოველწლიურ გამოფენაზე „საათები და საოცრება“ (Watches & Wonders), რომელიც ტრადიციულად ჟენევაში  ტარდება, წელს 60-მა ბრენდმა მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა ის ფერები, მასალა და ინოვაციები, რომლებიც წლევანდელ ტენდენციებს განსაზღვრავენ.

ბრენდმა Hublot-მ  ბრენდის ოცი წლის იუბილესადმი მიძღვნილი კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც „დიდი აფეთქება“ უწოდა და რომელშიც  კაშკაშა  ბრჭყვიალა წითელი კერამიკული საათების ხაზია. ბრენდ Ulysse Nardin-ის ახალ საათს კი მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი მექანიკური წყალგამძლე საათი უწოდეს.

მდიდრული საათის ბრენდები ცდილობენ, ახალგაზრდა მომხმარებლის გულიც მოიგონ, რომელიც ითხოვს როგორც დახვეწილ მოდელს, ისე თანამედროვე ელემენტებს. ბრენდი Parmigiani Fleurie  ფარული ფუფუნების კონცეფციას სთავაზობს – საათს, რომელსაც ამშვენებს დახვეწილი მუდმივი კალენდარი, Tudor კი სპორტში დებს ინვესტიციებს, რათა უფრო პოპულარული გახდეს.

პარალელურად  ტექნოლოგიური სტარტაპები წარმოადგენენ თავიანთ სიახლეებს და მომხმარებელს სთავაზობენ საათის შეკვეთით დამზადებას, ან უკვე ნაყიდი ძვირადღირებული ნივთის მიკვლევადობის სისტემის გაუმჯობესებას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საშუალებით.

დიდი ტრადიციის მქონე საათების ინდუსტრია ფეხს უწყობს ინოვაციებს,  აგრძელებს განვითარებას და ცდილობს, რომ საათის დამზადების კულტურა მომავალი თაობისთვისაც იყოს მიმზიდველი.

ავტორი: სირილ ფურნერისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend