მთავარისაქართველომიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანს ეწვია. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე წერია, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე გაამახვილეს.

„განვიხილეთ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რეგიონულ და საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობა. ყურადღება გავამახვილეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების გაზრდის კუთხით. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შედგა”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:00
spot_imgspot_img
Send this to a friend