მთავარისაქართველო9 აპრილის მემორიალთან 36 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ

9 აპრილის მემორიალთან 36 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ

36 წლის წინ საბჭოთა რუსული არმია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილ მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდა. ამ დღის გასახსენებლად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განთავსებულ 9 აპრილის მემორიალთან, მოქალაქეთა ნაწილმა ღამე გაათენა და გამთენიისას ტიტებითა და სანთლებით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

იქ შეკრებილ მოქალაქეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დღესაც იმავე გზის გავლა უწევთ და ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა იცავენ 9 აპრილს მოპოვებულ დამოუკიდებლობას. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებაში რუსული ძალაა, რომელიც არა ტანკებით, არამედ განსხვავებული ექსპანსიური მეთოდებით ცდილობს, საქართველო ისევ რუსული გავლენის ქვეშ მოექცეს.


.

„1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის არის უმნიშვნელოვანესი თარიღი. ამ დღეს ქართველი ერის ერთსულოვნებამ ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობით მოიტანა ის შედეგი, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი. თუმცა, მოქალაქეებს ახლაც გვიწევს უმძიმესი გზის გავლა ამ სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.

ძალა, რომელიც ახლა მართავს ამ ქვეყანას, რუსული ინტერესების გამტარებელია. ეს არის სამარცხვინო. სწორად აღნიშნავენ, როცა ამბობენ, რომ ამ ხელისუფლებისა და რუსეთის სხვა მომხრე პირებისთვის 9 აპრილი არის გლოვის დღე, ხოლო ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და სურს ამ ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ყოფნა, ისინი სევდის მიუხედავად ზეიმობენ ამ დღის ნაყოფს – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას”, – აღნიშნა აქციის მონაწილემ, მამუკა გვაძაბიამ.

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, დილის საათებში რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, რაც თავდაპირველად საჯარო მოხელეების გამოჩენას უკავშირდებოდა.


.

მას შემდეგ, რაც მათ რუსთაველის გამზირი დატოვეს, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ მოქალაქეები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. როგორც შეკრებილები ამბობენ, ისინი არავის უზღუდავენ მემორიალის გვირგვინით შემკობას. მათი თქმით, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება „ქართული ოცნების” მიერ იყო ორგანიზებული. დილიდან განსაკუთრებული ძალებით იყო მობილიზებული შსს, თუმცა მოგვიანებით საპოლიციო ძალების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend