მთავარისაქართველოაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. ის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლის გამო დასანქცირებულია, მათ შორის შეყვანილია „გლობალური მაგნიტსკის“ სიაში.

„პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს – შვიდი წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისთვის, რომ განვითარდეს ეს უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი მხარე ჩვენი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ძალიან ღირსეული გაგრძელება.


.

ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატ ბატონ სულხან თამაზაშვილს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს საქმიანობა განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში – შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ძალიან ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული და გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სულხან თამაზაშვილმა ამ თანამდებობაზე შეცვალა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ „ფეისბუკზე” დაწერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend