მთავარიევროპაგერმანიაგერმანია იწყებს მუდმივი ჯარების განლაგებას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე

გერმანია იწყებს მუდმივი ჯარების განლაგებას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე

გერმანია იწყებს მუდმივი ჯარების განლაგებას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს იქნება 5000 კაციანი არმია. რეგიონში ასევე შეიქმნა დროებითი შტაბი. დანაყოფის მეთაური, გენერალი კრისტოფ ჰუბერი იქნება.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო მისია: უზრუნველვყოთ ჩვენი ლიეტუველი მოკავშირეების დაცვა, თავისუფლება და უსაფრთხოება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე”, – განუცხადა ჰუბერმა გერმანულ პრესსამსახურს. „ამით ჩვენ ასევე ვიცავთ ნატოს ტერიტორიას და თავად გერმანიას.“

გერმანიამ ამ ტერიტორიებზე ჯარების განლაგების შესახებ განცხადება 2023 წელს გააკეთა. დანაყოფი სრულად ამოქმედდება 2027 წლისთვის და საბოლოოდ დაფუძნდება ახალ სამხედრო კომპლექსში რუდნინკაიში, ვილნიუსიდან სამხრეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში. მანამდე ჯარები ლიეტუვის დროებითი ბაზებიდან იმოქმედებენ.

კონკრეტულად ლიეტუვაში, ამჟამად 150 გერმანელი ჯარისკაცია განლაგებული. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი წლის ბოლომდე 500-ს მიაღწევს.

ლიეტუვა, რომელიც ესაზღვრება რუსეთის კალინინგრადის ექსკლავს და კრემლის მოკავშირე ბელორუსიას, გერმანიის ამ ნაბიჯს ხედავს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს, მათი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend