მთავარისაქართველოსაპენსიო სააგენტო: „მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 6,5 მილიარდი ლარია"

საპენსიო სააგენტო: „მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 6,5 მილიარდი ლარია”

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაარსების დღიდან 2024 წლის ჩათვლით სააგენტოს მიერ მოქალაქეების საპენსიო დანაზოგის სახით აკუმულირებულმა თანხამ 6 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბა. კონკრეტულად 2024 წელს კი, შემოსულობებმა მილიარდ 185 მილიონი ლარი შეადგინა.

სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, თანხის უმეტესი ნაწილი წარმატებითაა დაბანდებული როგორც ქვეყნის შიგნით საბანკო და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართულებებით, ისე საერთაშორისო კორპორაციების აქციებში.

მიღებულმა სარგებელმა კი ინფლაციის გათვალისწინებით 9%-მდე შეადგინა. ამ მაჩვენებელს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. მათივე ცნობით, თანხის გატანით უკვე ისარგებლა დაახლოებით, 20 ათასმა პენსიონერმა. გატანილმა თანხამ 70 მილიონი ლარი შეადგინა.

„2024 წლის ბოლოს საპენსიო აქტივების მოცულობა შეადგენდა 6.1 მილიარდ ლარს, საიდანაც საინვესტიციო მოგება 1.4 მილიარდი ლარი იყო. საპენსიო ფონდის გაშვებიდან 2024 წლის ბოლომდე აქტივების ინვესტირების შედეგად წმინდა ნომინალური მოგება წლიურ 9.9%-ს შეადგენს, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალური მოგება 3.9% იყო (გაწლიურებული).

საპენსიო სააგენტო სამ საინვესტიციო პორტფელს მართავს, რომლებშიც 1.4 მილიონი მოქალაქის დანაზოგია ინვესტირებული. ყველაზე დიდი პორტფელი კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელია, რომელიც 2028 წლამდე ყველა მონაწილისთვის ავტომატური არჩევანია. 2024 წლის ბოლოსთვის მისი ზომა 5,997 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც ჯამური აქტივების 98.9%-ია, დანარჩენი ორი პორტფელის ზომა კი, შესაბამისად, 1%-მდე იყო. მომგებიანობის თვალსაზრისით დინამიკური საინვესტიციო პორტფელი ლიდერობს და 2024 წელს პორტფელის ამონაგებმა 13.6% შეადგინა, რაც კონსერვატიული პორტფელის 11.6%-იან ამონაგებს აღემატება”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend