მთავარისაქართველოსტუდენტების მოძრავი პროტესტი - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

სტუდენტების მოძრავი პროტესტი – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა. ამჯერად მათ უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომუშავე კომისიაზე ისაუბრეს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ამ კომისიის მიზანი დამოუკიდებელი საგანმანათლებლო სივრცეების დამორჩილებაა.

უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე ირაკლი კობახიძემ 20 იანვარს განაცხადა. კომისიის პირველი სხდომა 12 მარტს გაიმართა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს რუსული სტილის დიქტატურის საბოლოოდ დამყარებას და ამ გზაზე მისთვის ხელის შემშლელი ყველა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო სივრცის გაქრობას ან/და დამორჩილებას.

„სამთავრობო კომისიის“ ხელმძღვანელია ლევან იზორია, ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა მაღალ თანამდებობებს ძალოვან სტრუქტურებში და ყოველთვის პირნათლად ასრულებდა უკანონო დავალებებს.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და აუცილებლად, დავიცვათ იმ სივრცეებს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ, სტუდენტებს“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

ეს სტუდენტების ახალი ინიციატივის – ახალი საპროტესტო კერის ფარგლებში უკვე მეოთხე შეკრებაა. მანამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია ჯერ განათლების სამინისტროსთან, შემდეგ კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თეატრალურ უნივერსიტეტთან გამართეს და განათლების სისტემასა და აკადემიურ სივრცეებში არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკურ რეპრესიებზე ისაუბრეს.

სტუდენტების მოთხოვნები საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

19 მარტს განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროტესტის ახალ ფაზაში გადადიან და სხვადასხვა სივრცეში მუდმივად შეიკრიბებიან, რათა ისაუბრონ განათლების სისტემაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათი თქმით, „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგია”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend