მთავარიამერიკააშშეროვნული დაზვერვის დირექტორი ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს ინტერესებს უპირისპირდებიან

ეროვნული დაზვერვის დირექტორი ასახელებს ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს ინტერესებს უპირისპირდებიან

აშშ-ის სენატში კონგრესმენების წინაშე წარდგნენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნები, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, FBI-ს დირექტორი კაშ პატელი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი. მათ შეერთებული შტატების დაზვერვის სისტემის გამოწვევებზე ისაუბრეს. 

ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, დღეს ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა არიან ის ქვეყნები, რომლებსაც თავიანთი ქმედებებით შეუძლიათ აშშ-ს ინტერესებს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში დაუპირისპირდნენ. მისი განცხადებით, 2022 წლიდან ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ.

„ამ ეტაპზე დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ჩინეთი ყველაზე ქმედუნარიანი სტრატეგიული კონკურენტია. პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცდილობს, წარმოჩნდეს მსოფლიოს წამყვან ძალად, როგორც ეკონომიკური, ისე ტექნოლოგიური და სამხედრო თვალსაზრისით. გარკვეულწილად, პეკინი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩინეთის აღზევებასა და ძირი გამოუთხაროს ქვეყნის სახალხო პარტიის მმართველობას”, – განაცხადა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.

ტულსი გაბარდის განცხადებით, რუსეთი თავისი ტრადიციული და ბირთვული შესაძლებლობებით ეკონომიკურ და სამხედრო გამძლეობასთან ერთად მნიშვნელოვანი კონკურენტია.

„მოსკოვს უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ამ იარაღს კატასტროფული ზიანის მიყენება შეუძლია შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის მასშტაბური ომის შემთხვევაში, რომელიც რუსეთის ლიდერების აზრით, მათ და მათ რეჟიმს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის“, – განაცხადა მან.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა, სავარაუდოდ, მზად არის, მოკლე დროში ჩაატაროს მორიგი ბირთვული ტესტირება, „ის ასევე ცდის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებსაც, რათა აჩვენოს თავისი მზარდი შესაძლებლობები. ეს ერთგვარი ბერკეტი იქნება მომავალი მოლაპარაკებების დროს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend