უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრების მთავარი წამყვანი ძალა უნგრეთია.
„სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას ან მონტენეგროს ომში განადგურებულ უკრაინას ვერ შევადარებთ, რომელიც მხოლოდ ფულს იღებს და ამ ეტაპზე ჩვენთვის არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია”, – თქვა ორბანმა.
გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერების უსაფრთხოების საგანგებო სამიტზე უნგრეთმა ვეტო დაადო ერთობლივ განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, ამით ორბანმა, ფაქტობრივად ცხადყო, რომ ის მხარს არ დაუჭერს ომით განადგურებულ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„სერბეთი შეიძლება ხვალვე შევიდეს ევროკავშირში. ჩვენ ამით არანაირი ზიანი არ გვემუქრება. ეს უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს მთელ ევროკავშირს, განსაკუთრებით უნგრეთს, რადგან ჩვენ მათი მეზობელი ქვეყანა ვართ. ზუსტად იმავენაირად, ხვალვე შეიძლება, რომ მაკედონია, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგროც გაწევრიანდნენ ევროპაში. ჩვენ ძალიან ძლიერი ეკონომიკა გვაქვს, რაც უნგრეთს წამყვან ძალად აქცევს ბალკანურ ქვეყნებს შორის. სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას ან მონტენეგროს ომში განადგურებულ უკრაინას ვერ შევადარებთ, რომელიც მხოლოდ ფულს იღებს და ამ ეტაპზე ჩვენთვის არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია“,-ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.