მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთმა დაუშვა რუსეთის წინააღმდეგ ვეტოდადებული სანქციები

უნგრეთმა დაუშვა რუსეთის წინააღმდეგ ვეტოდადებული სანქციები

უნგრეთი აღარ დაბლოკავს ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას რუსეთის წინააღმდეგ – შესაბამისად, 2,400-ზე მეტი ფიზიკური პირსა და სუბიექტისთვის ევროკავშირის დაწესებული სანქციები გაგრძელდება.

შეთანხმება 14 მარტს, სანქციების მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ 48 საათით ადრე შედგა.

სანქციები განახლებას ყოველ ექვს თვეში საჭიროებს და ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.

სიიდან, რომელიც დიდწილად რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება, ბუდაპეშტმა რამდენიმე სახელის ამოღება მოითხოვა. ევრონიუსის ინფორმაციით, ინტენსიური დისკუსიების შემდეგ კომპრომისის სახით, სამი პირი სიიდან ამოიღეს.

მათ შორის არიან: გულბაჰორ ისმაილოვა, ოლიგარქი ალისერ უსმანოვის და, ოლიგარქი ვიაჩესლავ კანტორი და მიხაილ დეგტიარიოვი, რუსეთის სპორტის მინისტრი.

ევროკავშირის შავი სია ასობით სამხედრო მეთაურს, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებს, ოლიგარქებს და პროპაგანდისტებს მოიცავს. სიაში არიან სამხედრო, საბანკო, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, საავიაციო, მედია და სხვა სექტორების რუსული კომპანიებიც.

უნგრეთი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების ფონზე, ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს.

ამ პოზიციას არ იზიარებენ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები, რომლებიც თვლიან, რომ მოსკოვზე ზეწოლა ომის საბოლოოდ დასრულებამდე უნდა გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend