მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინმა კურსკის რეგიონში სამხედრო შტაბ-ბინა მოინახულა

ვლადიმერ პუტინმა კურსკის რეგიონში სამხედრო შტაბ-ბინა მოინახულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, 12 მარტს, კურსკის რეგიონის სამხედრო შტაბ-ბინა მოინახულა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ კურსკის რეგიონიდან უკრაინული ძალების სრულად გაძევება სურს.

სამხედრო მეთაურებთან საუბრისას პუტინმა კურსკის რეგიონის მტრისგან უახლოეს მომავალში გათავისუფლების იმედი გამოთქვა. ვლადიმერ პუტინმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა სამომავლოდ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნის აუცილებლობასაც.


.

„მართლაც, უახლოეს მომავალში ჩვენი ამოცანაა, უმოკლეს დროში, საბოლოოდ დავამარცხოთ მტერი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზეა და აქ ჯერ კიდევ აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს; აგრეთვე, კურსკის ოლქის სრულად გათავისუფლება, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ვითარების აღდგენა და რა თქმა უნდა, გთხოვთ, მომავალში იფიქროთ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე. ამაზეც უნდა ვიფიქროთ“, – ამბობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს შეატყობინა, რომ რუსული ჯარები რამდენიმე ადგილას შევიდნენ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმის რეგიონში.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალები კურსკის რეგიონში გაძლიერებულ სამხედრო ოპერაციას ატარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend