8 მარტს ქალები მსვლელობას გამართავენ და „ერთად გააგონებენ რეჟიმს გაბრაზებული ქალების ხმას”.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტს სწორედ ქალის ხმა აქვს.
რა მოთხოვნები აქვთ დემონსტრაციებში მონაწილე ქალებს, რა ძალა აქვს მათ კონსოლიდაციასა და ურყევ ერთობას, როგორია მათი გამოცდილება სამართალდამცველებთან ურთიერთობისას და რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კანონმდებლობიდან „გენდერის” სამართლებრივი ცნების გაქრობამ – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში უფლებადამცველმა და ქალთა მოძრაობის წევრმა იდა ბახტურიძემ ისაუბრა.