საფრანგეთის ქალაქ მარსელში მდებარე რუსეთის საკონსულოში აფეთქება მოხდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საკონსულოს შენობას უცნობმა პირმა დაუშინა ბოთლები, რომელთაგანაც ორში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით კი, საკონსულოს ბაღის ტერიტორიაზე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს, რამაც აალება და აფეთქება გამოიწვია.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ეს ტერორისტული აქტია და მომხდარის „ყოვლისმომცველ“ და „დაუყოვნებლივ“ გამოძიებას მოითხოვს.
რუსულმა სახელმწიფო მედიამ საკონსულოს შენობასთან მომხდარი ფაქტი დაუკავშირა 19 თებერვალს რუსეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ამბავს, რომლის თანახმადაც, თითქოს, უკრაინის ხელისუფლება გეგმავს ტერორისტულ თავდასხმას ევროპაში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.