ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე, თავდასხმას ეხმაურება.
Outrageous & despicable assaults in Georgia🇬🇪 against President @Zourabichvili_S & former Prime Minister @GakhariaGiorgi .
Estonia 🇪🇪 urges GD to immediately end these attacks & hold perpetrators accountable.
— Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) February 18, 2025
სამინისტრო მომხდარს „საზიზღარსა და აღმაშფოთებელს“ უწოდებს. სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.