მთავარიაზიაისრაელიმძევლების გათავისუფლების მეორე ეტაპზე ისრაელში არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ

მძევლების გათავისუფლების მეორე ეტაპზე ისრაელში არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ

„ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ისრაელში ღაზაში გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებს არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ეშინიათ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პროცესი ჩაიშლება და მძევლებსა და პატიმრებს აღარ გაცვლიან.

„ჰამასი” მიმდინარე კვირაში კიდევ ექვს ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს და ასევე ისრაელს დამატებით 4 ცხედარს გადასცემს. ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს ჯერ არ გაუმართავთ მოლაპარაკება მეორე ეტაპთან დაკავშირებით.

ღაზაში გატაცებულების ოჯახის წევრებს სიხარულისა და მწუხარების შერეული ემოციები აქვთ  მძევალთა გათავისუფლების შემდეგი ეტაპის მოახლოების ფონზე. „ჰამასის” მიერ გატაცებული ერთ-ერთი მძევლის დედა ღელავს, ვერ ხვდება, თუ რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ღაზაში გატაცებული ერთ-ერთი მძევლის დედა ნერუთ ნიმროდი ამბობს, რომ მაგალითად, მისი შვილი ამ ეტაპზე არ გაუთავისუფლებიათ. მან ისიც არ იცის, გადარჩა თუ არა და ეშინია, რომ ვეღარ ჩაეხუტება და ცხოვრებას თავიდან ვერ დაიწყებს. მისი თქმით, ეს შეიძლება დასასრული იყოს და მეორე ეტაპამდე საერთოდ ვერ მივიდნენ.

გათავისუფლების პროცესის მოულოდნელ აჩქარებას ისრაელის მიერ ღაზაში სამშენებლო ტექნიკის დაშვებით ხსნიან.

ისრაელმა სამშაბათს, 18 თებერვალს, ნებართვა გასცა ნანგრევების გასაწმენდი ტექნიკის შესვლაზე. მათ შორის არის ბულდოზერები ეგვიპტიდან, რომლებიც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელთან ნანგრევებს ასუფთავებდნენ.

იმავდროულად, ღაზაში მყოფმა პალესტინელებმა იმედი გამოთქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend