მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფო„უკრაინაში ბრიტანეთის ჯარების გაგზავნას განვიხილავთ“ - კირ სტარმერი

„უკრაინაში ბრიტანეთის ჯარების გაგზავნას განვიხილავთ“ – კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ბრიტანულ გაზეთ “ტელეგრაფთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად ბრიტანეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნას განიხილავს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კირ სტარმერმა ამის შესახებ ღიად განაცხადა პარიზში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის წინ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები პარიზში საგანგებოდ მას შემდეგ მიიწვია, რაც გაირკვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ევროპელი ლიდერები მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

ორშაბათს, 17 თებერვალს საუდის არაბეთში ერთმანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდებიან და სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გახსნიან.

კირ სტარმერმა გააკრიტიკა ვაშინგტონის გადაწყვეტილება მოლაპარაკებებზე, არ მიიწვიოს უკრაინის წარმომადგენლობა და ეს მოვლენა ავღანეთიდან ჯარის ქაოსურად, ავღანეთის მთავრობასთან განხილვის გარეშე გამოყვანას შეადარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend