“1921 წლის 11-12 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და თვე-ნახევრის ბრძოლების შემდეგ მისი ოკუპირება შეძლო. რუსულმა საოკუპაციო და ტოტალიტარულმა რეჟიმმა ათწლეულების განმავლობაში, მეთოდურად წაშალა მეხსიერება საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური მემკვიდრეობის შესახებ”, – ეს არის ნაწყვეტი საჯარო ლექციის აღწერიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე გაიმართა.
ისტორიკოსებმა – ბექა კობახიძემ, დიმიტრი სილაქაძემ და გიორგი კანდელაკმა დემონსტრანტებს 1921 წლის თებერვლის რუსეთ-საქართველოს ომისა და იმ მითების შესახებ უამბეს, რომლებიც ოკუპაციას უკავშირდება.