მთავარიკუბიევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტი კვლავ განიხილავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომელთათვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ.

რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობებს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, შვედეთის მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნებისადმი ძლიერია, მაგრამ არა უპირობო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend