ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინის აღდგენისა და განვითარებისთვის დამატებით ასობით მილიონი ევროს ღირებულების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, თითქმის 500 მილიონი ევრო უკრაინული ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გამოიყოფა, მათ შორის მათთვისაც, ვინც ფრონტის ხაზთან ოპერირებს. უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ნადია კალვინიომ კიევში უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
კალვინიოს თქმით, ახლა მათთვის პრიორიტეტული უკრაინის საკითხია. შესაბამისად, მათი ერთგულება უკრაინისადმი ურყევია. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამჟამად უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პარტნიორია.
I met with the President of the European Investment Bank @NadiaCalvino, and welcomed her first visit to Ukraine. I’m grateful for the EIB’s continued support since the start of Russia’s full-scale invasion.
We discussed further assistance for Ukraine’s energy sector and… pic.twitter.com/eCURXjt7Af
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 10, 2025
ზელენსკი საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ დაგეგმილ კონფერენციამდე ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრას გეგმავს. მიუნხენში კი უკრაინის ლიდერი ვიცე-პრეზიდენტსა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდის სხვა წევრებსაც შეხვდება.
ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა, რომ ამ კვირაში მათი წარმომადგენლები ევროპელ ოფიციალურ პირებთან ერთად განიხილავენ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში.