მთავარიევროპაავსტრიაავსტრიაში კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ავსტრიაში კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ავსტრიაში კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ულტრამემარჯვენე „სახალხო“ და კონსერვატიული „თავისუფლების“ პარტიების ლიდერები ჰერბერტ კიკლი და კრისტიან შტოკერი პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს ცალ-ცალკე შეხვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

მოლაპარაკებებზე შესვლის წინ ჰერბერტ კიკლი იმედიანად იყო განწყობილი. მისი თქმით, ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე. ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ამას გავლენა აქვს დამსაქმებლებზე, თანამშრომლებზე. იზრდება უმუშევრობა. ავსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დგას ენერგიის ფასებსა და ინფლაციასთან დაკავშირებით. ჰერბერტ კიკლის აზრით,  საჭიროა თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის გადახედვა და ცვლილება.

უთანხმოების მიზეზებია „თავისუფლების პარტიის“ მიერ მოთხოვნილი თავშესაფრის უფლების შეჩერება და  ევროკავშირის მიმართ კიკლის კრიტიკული დამოკიდებულება.  სხვა პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მოიპოვეს, „ავსტრიის სახალხო პარტიას“ მოუწოდეს, დაასრულონ მოლაპარაკებები „თავისუფლების პარტიასთან“.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend