მილიარდერმა ილონ მასკმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ “USAID-ი არის კრიმინალური ორგანიზაცია” და რომ “მისი სიკვდილის დრო მოვიდა”.
USAID is a criminal organization.
Time for it to die. https://t.co/sWYy6fyt1k
— Elon Musk (@elonmusk) February 2, 2025
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის ეფექტიანობის სააგენტოს, რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს, USAID-ის ოფიცრებმა არ მისცეს კლასიფიცირებულ დოკუმენტებზე წვდომა სისტემაში, რადგან მათი თქმით, მასკის მთავრობის ეფექტიანობის სააგენტოს არასაკმარისი იურიდიული უფლება ჰქონდა.
ამჟამად USAID-ის ორი მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაშია გაგზავნილი. დემოკრატი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ სააგენტოს ერთპიროვნულად, კონგრესთან კონსულტაციების გარეშე გაუქმება არაკანონიერია.
“USAID-ს მართავენ რადიკალი გიჟები. ჩვენ მათ მოვაშორებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ტრამპი დათანხმდა USAID-ის დახურვას. ამის შესახებ ილონ მასკმა X-ზე პირდაპირი ტრანსლაციის დროს თქვა.
First DOGE 𝕏 Spaces Conversation with @ElonMusk, @VivekGRamaswamy and @SenJoniErnst
Live Nowhttps://t.co/A2mw1KCs8Q
— Department of Government Efficiency (@DOGE) February 3, 2025
3 თებერვალს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ.