მთავარიმსოფლიოისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შედეგად ისრაელმა  სამი ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ ოფერის ციხიდან 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ისინი სხვადასხვა ბრალდებით იყვნენ დაკავებული.  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასი“ ექვსი კვირის განმავლობაში ისრაელის ციხეებში მყოფი ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ 33 მძევალს გაათავისუფლებს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან მეორე დღეს ისრაელმა ციხიდან 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

20 იანვარს გამთენიისას ისრაელის „ოფერის“ ციხის ტერიტორიიდან ათეულობით პალესტინელი გაიყვანეს ავტობუსით.

კომისიამ, რომელიც პალესტინელ პატიმართა საქმეს უძღვება, წარმოადგინა სია, რომლის მიხედვით, ყველა გათავისუფლებული ქალი ან არასრულწლოვანია. როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, ისინი დაკავებული იყვნენ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის, მათ ქვების სროლა და მკვლელობის მცდელობა ედებოდათ ბრალად.

პატიმრები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც „ჰამასმა“ ტყვეობაში მყოფი სამი მძევალი გადასცა ისრაელს.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მცირე შეფერხების შემდეგ, კვირას დილით, შევიდა ძალაში.

პირველ ეტაპზე „ჰამასი“ ექვსი კვირის განმავლობაში 33 მძევალს გაათავისუფლებს ისრაელის ციხეებში მყოფი ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.

მეორე ეტაპი საომარი მოქმედებების დასრულებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც „ჰამასი“ ყველა მძევალს გაათავისუფლებს, ისრაელის სამხედროები კი დატოვებენ ღაზის სექტორს. მესამე და საბოლოო ეტაპზე კი „ჰამასს“ დაღუპული მძევლების ცხედრების გადაცემის სანაცვლოდ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმას წარუდგენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend