ლოს-ანჯელესის ოლქში ხანძრის სულ მცირე ოთხი დიდი კერაა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 10 ადამიანი, მაგრამ, როგორც აცხადებენ, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დაუდგენელია.
ხანძრის გაჩენის შემდეგ ათიათასობით ადამიანმა საცხოვრებელი ადგილები დატოვა.
განადგურებულია მთელი რიგი დასახლებები. 10,000-მდე ნაგებობა დაიწვა სანაპიროზე ხანძრის შედეგად.
მეხანძრე-მაშველები ამინდის გაუმჯობესებას არ ელოდებიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პენტაგონი და კალიფორნიის შტატის ეროვნული გვარდიის ავიაცია და ცოცხალი ძალაა ჩართული. თუმცა ძლიერი ქარისა და რთული კლიმატური პირობების გამო გართულებულია ავიაციის მუშაობა.
ექსპერტების აზრით, ის, რაც ლოს-ანჯელესში ხდება, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია.