მთავარიევროპაავსტრიაავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის ჩამოყალიბება მემარჯვენე პარტიას დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის ჩამოყალიბება მემარჯვენე პარტიას დაავალა

ავსტრიის პრეზიდენტმა „ავსტრიის თავისუფლების პარტიას“ მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა.

პარტიის ლიდერი ჰერბერტ კიკლი არ მალავს თავის ამბიციას, გახდეს „ფოლკსკანცლერი“, ანუ ხალხის კანცლერი. ეს ის ტერმინია, რომლითაც ნაცისტები ადოლფ ჰიტლერს მოიხსენიებდნენ.

ავსტრიაში რადიკალი მემარჯვენე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამ შესაძლოა ევროკავშირში არეულობა გამოიწვიოს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას საფრთხე შეუქმნას მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების მოლოდინში ევროკავშირს ერთიანობა ყველაზე მეტად სჭირდება.

„ისინი ნამდვილად დიდი მოწინააღმდეგეები არიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა, რადგან თვლიან, რომ ეს ავსტრიის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ისინი, აგრეთვე, წინააღმდეგი არიან უკრაინაში იარაღის გაგზავნის, რასაც ავსტრიის ნეიტრალიტეტით ხსნიან. მათ სურთ, ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, მიუხედავად იმისა, თუ რად შეიძლება დაუჯდეს ეს უკრაინას“, – ამბობს კარნეგის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან ლენი.

„ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი გეგმა ემიგრაციის შეწყვეტაა. ისინი ემხრობიან საზღვრების ჩაკეტვას, თავშესაფრის უფლების გაუქმებასა და უცხოელების ხელახალ მიგრაციას იმისთვის, რათა მონოეთნიკური საზოგადოება უზრუნველყონ.

„პარტიამ რადიკალურად უარყო თავშესაფრის პაქტი. ძირითადად, ისინი ამბობენ, რომ ეს უიმედო ინიციატივაა და ევროკავშირის დონეზე მიგრაციის პრობლემა ვერ მოგვარდება. მათ სურთ მიგრაციის პოლიტიკის ხელახლა ნაციონალიზაცია“, – ამბობს სტეფან ლენი.

ჰერბერტ კიკლი, აგრეთვე, ეწინააღმდეგება ევროპის მწვანე შეთანხმებას და მას „კლიმატურ კომუნიზმად“ მოიხსენიებს.

რაც შეეხება თავად ევროკავშირზე მის მოსაზრებებს. კიკლი მომხრეა, რომ წევრ ქვეყნებს დაუბრუნდეთ მეტი ავტონომია და ამისთვის ევროკავშირის სრულად დატოვება არ დასჭირდეთ.

„მათი თქმით, ავსტრიის ევროკავშირიდან გასვლას დღის წესრიგში არ დააყენებენ, მაგრამ ევროკავშირის შეცვლა სურთ. არსებითად, მათ სურთ, რომ ქვეყნებმა მეტი ავტონომია დაიბრუნონ და ევროკომისიის გავლენა შეამცირონ. ისინი საუბრობენ ისეთ ევროპაზე, რომელსაც არ ექნება ძლიერი ზენაციონალური ინსტიტუტები და მხოლოდ სამთავრობათშორისო ხასიათი ექნება“, – ამბობს სტეფან ლენი.

„ავსტრიის თავისუფლების პარტიამ“ 2024 წლის სექტემბერში გამართულ არჩევნებში ხმათა 28.8% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.

პარტიის დაბლოკვის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და პარტიები, სავარაუდოდ, იძულებული გახდებიან მათთან კოალიცია შეკრან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend