მთავარიევროპაავსტრიაავსტრიის პრეზიდენტი მემარჯვენე პარტიის ლიდერთან შესახვედრად მზადყოფნას აცხადებს

ავსტრიის პრეზიდენტი მემარჯვენე პარტიის ლიდერთან შესახვედრად მზადყოფნას აცხადებს

სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა გუშინ, 5 იანვარს განაცხადა, რომ მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს შეხვდება.

პრეზიდენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს შეხვდა. სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს სამი – „ავსტრიელ ხალხთა“, „სოციალ-დემოკრატიული“ და „ლიბერალური“ პარტია აწარმოებდა.

„ამ მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ სახალხო პარტიაში შემცირდა რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც „თავისუფლების პარტიასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავდა. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ შეიძლება გაიხსნას გზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა“, – ამბობს პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი.

ავსტრიის პრეზიდენტის თქმით, კარლ ნეჰამერი თანამდებობაზე იქამდე დარჩება, სანამ ახალ კანცლერს არ დანიშნავენ. პარალელურად კი მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ ნეჰამერის შემცვლელად პარტიის გენერალური მდივანი, ქრისტიან სტოკერი წარადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend