მთავარისაქართველოსაკანონმდებლო ცვლილებები

საკანონმდებლო ცვლილებები

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით საქართველოში ადამიანის უფლებათა სტანდარტი მკვეთრად უარესდება.

რა იცვლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის? – საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტმა სამუშაო კვირის ბოლოს მიიღო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საჯარო სამსახურის შესახებ და რამდენიმე სხვა კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ერთი მხრივ, იზრდება სანქციები, რომლებიც, როგორც წესი საპროტესტო აქციებსა და გამოხატვას უკავშირდება. სანქციის რაოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე, გზის ორგანიზებული გადაკეტვის ნაწილში ემატება ჩანაწერი ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ერთი წლის ვადით.

კიდევ ერთი შეზღუდვა დემონსტრაციისას ნიღბების გამოყენებას ეხება. სახის დაფარვის შეზღუდვა რუსეთშიც არსებობდა და ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ეს შეზღუდვა არღვევს ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

გაუარესებაა საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც – კერძოდ, დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რაც მათ ყოფნას თანამდებობაზე მათი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნაზე დამოკიდებულს ხდის. ასევე მათი სამსახურიდან გათავისუფლება ბევრად უფრო ადვილად შეუძლია ხელმძღვანელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური ნიშნით შეიძლება შეირჩნენ და მათი პოლიტიზაციის საფრთხე მაღალია.

ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებებთან”, – ამბობს კირტავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend