გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა.
73 წლის ფრანსუა ბაირუ, მაკრონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პარტნიორი და საფრანგეთში ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. ის ცენტრისტია, რაც მაკრონის აზრით, ფრანსუა ბაირუს სტაბილურობის აღდგენაში დაეხმარება.
ახალი პრემიერ-მინისტრს დაევალება ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა, რომლის წევრობასაც ზოგიერთი კონსერვანტი პოლიტიკოსი უკვე მოელის. ეს სტრატეგია ემანუელ მაკრონს დაეხმარება ხელი შეუშალოს ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის მცდელობას ნდობა არ გამოუცხადონ მთავრობას. სწორედ მარინ ლე პენის პარტია დაეხმარა მემარცხენე პარტიებს, რათა წინა პრემიერ-მინისტრისთვის ნდობის არ გამოცხადებისთვის საჭირო ხმები მოეგროვებინათ. “მესმის, რომ რისკები უფრო მეტია, ვიდრე წარმატების შანსი, მაგრამ მზად ვარ”, – ამბობს ახალი პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ.