მთავარიგადაცემებიCrossing Culturesკულტურული კავშირები მებაღეობაში - მდიდრული ფრანგული ბაღი და ჩინური სავანე

კულტურული კავშირები მებაღეობაში – მდიდრული ფრანგული ბაღი და ჩინური სავანე

მებაღეობის ორი შედევრი, დიდებული ფრანგული ბაღი და მშვიდი ჩინური ოაზისი, ბუნებისა და კულტურული თვითმყოფადობის შერწყმის შესანიშნავია მაგალითია, რომელმაც „ევრონიუსის“ ყურადღება მიიქცია.

ბაღი ის მშვენიერი ადგილია, რომელიც ადამიანში შემოქმედების წყურვილსა და მუზას აღვიძებს. მაგრამ საინტერესოა, რას გვიამბობენ  ბაღები ჩვენს კულტურაზე? ფრანგული ფორმალური ბაღი და ჩინური კლასიკური ბაღი ლანდშაფტის დიზაინის მიმართ ორ განსხვავებულ მიდგომას ასახავს, რომელთაგან თითოეულს თვითმყოფადი კულტურა და ფილოსოფია უდევს საფუძვლად.

სიმეტრია, სიზუსტე, ბუნების სრული კონტროლი – ფრანგულ ბაღს არაფერი შეედრება.

euronews

თუმცა პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე  ვოლე-ვიკონტი (Vaux le Vicomte), მართლაც, განსაკუთრებულია. იმიტომ, რომ ეს ბაღი ფრანგული ბაღის პროექტირების ფუძემდებლის ანდრე ლენოტრის პირველი ნამუშევარია. ლენოტრი ვოლე-ვიკონტში ჩამოვიდა და ეს იყო მისი პირველი კერძო შეკვეთა, გაეშენებინა ბაღი ცარიელ ადგილზე. ეს მისი ოცნება იყო. „ვოლე-ვიკონტში მან ჩააქსოვა საკუთარი გენია და ექსპერტული ცოდნა, რათა შეექმნა ფრანგული ბაღის გრამატიკა“ – გვიხსნის ალექსანდრ დე ვოგი, შატო ვოლე-ვიკონტის თანამფლობელი..

1656 წელს ვოლე-ვიკონტი  საფრანგეთის ზღაპრულად მდიდარ და ძალიან ამბიციურ ფინანსთა მინსტრ ნიკოლა ფუკეს ეკუთვნოდა.

euronews

“ნიკოლა ფუკემ  იმ დროისათვის სამი საუკეთესო ხელოვანი მოიწვია: ლევო  – არქიტექტორად, ლებრენი –  მხატვრად და ლენოტრე –  ბაღის გასაშენებლად. და მისი გენიალობა იმაში გამოიხატა, რომ უთხრა სამივეს – გააკეთეთ, რაც გსურთ, მაგრამ ორი პირობით: იოცნებეთ ძალიან გაბედულად და რევოლუციურად, თან ითანამშრომლეთ ერთმანეთთან“, – ამბობს ალექსანდრ დე ვოგი.

შეუზღუდავი დაფინანსების წყალობით, გაკეთდა დიდებული მთავარი გზა, რომელიც შატოდან ჰორიზონტამდე გრძელდება.

თუმცა, რით განისაზღვრება ფრანგულად გაშენებულ ბაღი?

euronews

„ ეს არის სახლისა და ბაღის, როგორც ერთიანი სივრცის, განვითარება,“ – განმარტავს ალექსანდრ დე ვოგი. „ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, რისი თვალსაჩინო ნიმუშიც არის ვოლე-ვიკონტი.“

1661 წელს ფუკემ დიდი წვეულება გადაიხადა სამუშაოების დასრულების აღსანიშნავად. მეფე ლუი XIV 6000-კაციანი სტუმრების სიაში პირველი ეწერა. თუმცა რამდენიმე კვირაში ფუკე დააპატიმრეს.

„ნიკოლა ფუკე სამეფოში ყველაზე გავლენიანი კაცი იყო 17 აგვისტოს საღამოს და ვოლე-ვიკონტის საშუალებით მთელ საფრანგეთს აჩვენა თავისი გემოვნება, ძალაუფლება და სიმდიდრე,“ – ამბობს დე ვოგი. „მეფისთვის ეს ნამდვილად გამოდგა შთაგონების წყარო, მან ზუსტად იგივე გაიმეორა, დაიქირავა იგივე ხელოვანები, ააშენა ათჯერ უფრო დიდი ვერსალი და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ – „მე ვარ უფროსი და ჩემთან  ხუმრობა არ  ღირსო“ – ამბობს დე ვოგი.

ფუკეს აღარასდროს უნახავს  ვოლე-ვიკონტი და სიკვდილამდე ციხეში იჯდა. ლენოტრესთვის კი ეს პროექტი ტრამპლინი გამოდგა. მან არა მხოლოდ მეფის დავალება შეასრულა და ვერსალის ბაღები გააშენა, არამედ მისი ოფიციალური ფრანგული სტილი მთელ ევროპაში გავრცელდა.

ჩინური ბაღები: ჰარმონია ბუნებასთან

კონტინენტის მეორე მხარეს, ჩინურ ბაღებში ბუნებასთან ჰარმონიისკენ მიისწრაფოდნენ და არა ბუნების კონტროლისკენ. ქალაქ სუჭოუში იმპერიული ჩინეთის ბიუროკრატულ ცენტრში,  ბაღები სწორედ ამ ფილოსოფიის მიხედვით არის გაშენებული.

ქალაქში ყველაზე დიდი და ცნობილი ბაღია „თავმდაბალი ადმინისტრატორის ბაღი“. ეს ბაღი მე-16 საუკუნეში გააშენეს და ის მიზანმიმართულად მიჰყვება წყლის დინებას. თუ დააკვირდებით, ბაღის ასიმეტრიული დიზაინი ყოველ მოსახვევში ახალ მშვენიერებას გვთავაზობს.

აქ ბაღების შესასვლელი უფრო თავმდაბლობას ემსახურება, ვიდრე სიდიადეს.

euronews

“ბაღების პატრონების უმეტესობას სურდა, რომ მათი მშვენიერი ბაღი თვალშისაცემი არ ყოფილიყო ქალაქის მჩქეფარე ცხოვრების ფონზე“, – გვიხსნის ჭოუ ანი, ლანდშაფტის დიზაინერი.. “თავმდაბალი ადმინისტრატორის“ ბაღის პატრონი ვანგ სიანჩენი იყო, მინის დინასტიის დროის სახელმწიფო მოხელე“.

სუჭოუს  კლასიკური ბაღები ისეა გაშენებული, რომ ბუნების მიკროსამყაროს ქმნის.  წყალი, კლდეები, მცენარეები და ხელით ნაგები სტრუქტურა, რომლებიც ღრმა ლიტერატურულსა და პოეტურ საზრისს გადმოსცემს, უზადოდ ერწყმის ერთმანეთს.

უხსოვარი დროიდან ჩინელებს ჰქონდათ ფილოსოფიური რწმენა, რომ ადამიანი და ბუნება ერთი არსია. ეს მიდგომა განსაკუთრებით თვალში საცემია კერძო ბაღებში. „ხალხი ცდილობს, რომ შეზღუდულ სივრცეში ბუნების შესახებ საკუთარ იდეალისტურ ხედვას შეასხას ხორცი“, – ამბობს ჭოუ ანი.

ჩინურ და ფრანგულ ბაღებს ერთი სახასიათო ნიშანი მაინც აქვთ – ეს არის წყალი, რომელიც  ბაღის ცენტრალური ელემენტია.

euronews

გამონაკლისს არც ვოლე-ვიკონტია.  “წყალი იმიტომ არის ფრანგული ბაღის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომ ფრანგული ბაღის მთავარი მახასიათებელი არის თამაში პერსპექტივასთან, ძირითად ხაზთან, ბაღის სიღრმესთან, ამიტომ წყალი არსებითი ფაქტორია,“ – ამბობს შატო ვოლე-ვიკონტის შადრევნების ინჟინერი.

ჩინურ ბაღში კი წყალი თავისუფლად მიედინება და ერთმანეთთან ბუნებრივად აკავშირებს შემოგარენს.

“წყალი ბაღის დიზაინისთვის არსებითი ელემენტია. მისი დახმარებით შემოგარენი ერთმანეთს უკეთ უკავშირდება და თანაც მეტი სივრცის განცდას ქმნის,“ – განმარტავს ჭოუ ანი, ლანდშაფტის დიზაინერი.

მაინც რამხელა კონტრასტია ბუნების იმ ჰარმონიას, რომელიც ჩინურ ბაღებშია, და ფრანგული ბაღის  ზვიად დიდებულებას შორის. თუმცა ორივე ტიპის ბაღი ერთ დიდ მიზანს ემსახურება: გარემოს უნიკალური გარდაქმნის ხელოვნებას და ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებას.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend