TikTok-მა წაშალა 3 ანგარიში, რომლებიც რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აქტიურობდა. პლატფორმის წარმომადგენლის ცნობით, ერთ-ერთი რუსულ სამთავრობო მედია „სპუტნიკთან” იყო დაკავშირებული.
ევროპარლამენტს ვიდეოპლატფორმასთან კითხვები აქვს მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. საარჩევნო კამპანიას ის ძირითადად TikTok-ით აწარმოებდა.