მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მან პლატფორმა იქსზე დაწერა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია ახალი დაწყებული იყო, როცა დარბევა დაიწყო.

პრეზიდენტი ამას შემაშფოთებელ ესკალაციაად აფასებს. მისივე თქმით, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე.

“დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ”,- წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა იქსზე. ის ასევე წერს, რომ საქართველოს მასშტაბით ხალხი ეწინააღმდეგება რუსულ მარიონეტულ რეჟიმს.

“ხალხის გზავნილი ნათელია – “დამიბრუნე ჩემი ხმა, დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი” – წერს, სალომე ზურაბიშვილი. მან ასევე პოსტი გამოაქვეყნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი “ქართულ ლეგიონთან” დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ ცნობები თითქოს “ლეგიონი” საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს რუსული დეზინფორმაციაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ოფიციალურად უარყოფს ყალბ ცნობებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები გეგმავდნენ, [საქართველოში] პროტესტს შეერთებოდნენ. ცარიელი პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend